20:54 - 22 Jul, 2026
|
2022-10-31 13:20:38, 1394 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 50 რაკეტიდან 44 ჩამოაგდო
რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპანტებმა ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავიდან 50-ზე მეტი Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. მათგან 44 უკრაინამ ჩამოაგდო. აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა. დედაქალაქის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას განცხადებით, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა. როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)