|
2022-10-31 12:11:55, 1251 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ჰელოუინის ჭყლეტვის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ-იოლმა და მისმა მეუღლემ ყვავილები შეამკეს სეულში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა სპონტანური მემორიალი. სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერმა ო სე-ჰუნმა ევროპაში მოგზაურობა შეწყვიტა და სეულში დაბრუნდა. "საშინელია, რომ ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აიღებს დაკრძალვის ორგანიზებას და დაზარალებულებს მკურნალობაშიც დაეხმარება. ათობით დაშავებული ქალაქის საავადმყოფოებშია მოთავსებული. შაბათის ჰელოუინის ზეიმი იყო პირველი მნიშვნელოვანი საჯარო ღონისძიება, რომელიც მოეწყო კოროვირუსული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ამიტომაც შეიკრიბა ამდენი ხალხი იტაევონში. ბოლო მონაცემებით, ტრაგედიას სულ მცირე 154 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მსხვერპლთა შორის არის 26 უცხოელი, მათ შორის ოთხი რუსი ქალი, ასევე შეერთებული შტატების, ჩინეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, ყაზახეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)