17:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-30 14:22:34, 1482 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გაანახლოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს გადაწყვეტილება გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ.  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი twitter-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, შავი ზღვის გავლით, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას. 

"რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს შეთანხმება, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას, უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად“, - წერს ჯოსეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics