18:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 10:57:55, 1638 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - შესაძლოა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს

შესაძლოა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს

„დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ისინი ცუდად არიან მომზადებული და ეკიპირებული. იმდენად უხეშად იყენებს მათ ხელმძღვანელობა, რომ ეს გვაძლევს ვარაუდის საშუალებას ვიფიქროთ, რომ მალე რუსეთში შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კიევი ყველა შესაძლო ვერსიისთვის ემზადება.

„ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვემზადებით, რომ რუსეთის არსებული ხელისუფლება იპოვის ნებისმიერ გზას ომის გასაგრძელებლად, მათ შორის ირანის სახით თანამზრახველების დახმარებით“,- დასძინა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics