|
2022-10-28 17:18:17, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი გახარიაზე - თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია ყურადღება მიიქციოს
თუ არა ასეთი დაყროყინება, მე არ მგონია, რომ ყურადღება მიიქციოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეზე, გიორგი გახარიაზე განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საზოგადოების დიდ ნაწილს გახარიას არსებობა დაავიწყდა. "დაავიწყდა საზოგადოების დიდ ნაწილს გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი დაყროყინება, მე არ მგონია, რომ ყურადღება მიიქციოს", - უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გიორგი გახარიამ დღეს "იმედს" მიმართა და ტელეკომპანიისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში საუბარი შესთავაზა. "დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხარეს ივანიშვილი დასვით ან მთლიანად ის, რაც „ოცნებიდან“ დარჩა", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ. გუშინ, 27 ოქტომბერს კი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოლდოველი ოლიგარქების, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას გამოეხმაურა. გახარიამ Twitter-ზე დაწერა, რომ "კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში".
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)