|
2022-10-28 16:55:47, 1146 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
ჩვენ დღეს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აზერბაიჯანი, სომხეთი ისევე, როგორც რუსეთი ახლო წარსულში ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ და ამის არგათვალისწინება შეუძლებელია. "ყველა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა რუსეთისთვის ახლობელ სახელმწიფოებს შორის უთანხმოებებისა და პრობლემებისგან განზე დარჩენა არ შეგვიძლია. ზოგადად, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ და რეალისტურ გზას ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მთავარ პირობას სამმხრივი შეთანხმების თანმიმდევრულად შესრულება წარმოდგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)