02:03 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 10:25:36, 1540 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში 4 წლის ბავშვს ავტობუსი შეეჯახა - მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

მედიის ცნობით, მშენებელთა ქუჩაზე, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, გარდაბანში "ჯეო-ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

"უბედური შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. იყო გარდაცვლილი", - ამბობს მორიგე ექიმი, რაგილია მამედოვა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics