|
2022-10-27 23:33:35, 955 ნახვა
პოლიტიკა
ლოიდ ოსტინმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია წარადგინა
აშშ-ს მთავარ კონკურენტად კვლავაც ჩინეთი რჩება. - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის წარდგენის დროს განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი რჩება მწვავე საფრთხედ, თუმცა რუსეთს არ შეუძლია, სისტემატიურად გამოიწვიოს აშშ გრძელვადიან პერსპექტივში. „რუსეთის მთავრობა, რომელიც მეზობლების დამოუკიდებლობას ვერ იტანს, ისწრაფვის, გამოიყენოს ძალა საზღვრების შესაცვლელად და იმპერიალისტური გავლენების სფეროების აღდგენას. რუსეთს აქვს ტერიტორიული აგრესიის ისტორია, რომელი მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული ომის ესკალაციას“. - ნათქვამია დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)