|
2022-10-27 23:03:12, 939 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს
საქართველო იმართება როგორც საკუთარი ეზო. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხთან" განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია და ეს არ ეხება პერსონალიებს. ნიკა გვარამია იქნება თუ ვინმე სხვა, ჩვენ გვაქვს დიდი შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ამ მოსამართლეებმა, ამ განათლებულმა ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ევროკავშირის წევრობისთვის დაბრკოლება იქნება. არამხოლოდ მთავრობა და პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი ამ პროცესზე, ეს არის პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი საჯარო მოხელის, რომელიც პასუხს აგებს კანონის უზენაერობასა და დემოკრატიაზე და ეს ეხება მედიის თავისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)