|
2022-10-27 17:14:58, 1396 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ლგბტქ თემისა და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტების რომელიც „ლგბტ პროპაგანდას“ კრძალავს. კანონის მიხედვით იკრძალება ლგბტ თემისა და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება. კანონპროექტის მიხედვით, სიახლეები შეეხება: ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიოვიზუალურ სერვისებს, კინოსა და რეკლამას. ასევე იკრძალება არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები, მათ შორის პედოფილიის პროპაგანდა რუსეთის მოქალაქეებს შორის, როგორც მოზარდებში ასევე არასრულწლოვნებში. ინიციატივების თანაავტორი დუმის 390 დეპუტატი, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი და ვიცე-სპიკერი იყო. „ლგბტ პროპაგანდისთვის“ დაწესებულია ჯარიმები:
პედოფილიის პროპაგანდისთვის დაწესებულია ჯარიმები:
ლგბტ-ის დემონსტრირება და ინფორმაცია, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებში სქესის შეცვლას, გამოიწვევს ჯარიმას:
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციიდან ადმინისტრაციულ გაძევებას. ცნობისთვის, 20 ოქტომბერს სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტები „ლგბტ პროპაგანდის“, პედოფილიის აკრძალვისა და ამ დარღვევებისთვის დაჯარიმების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)