|
2022-10-27 15:40:31, 934 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ადამიანებთან, რომლებიც ოკუპანტებისგან ფულს იღებენ, ჩვენ სადებატო არაფერი გვაქვს
ადამიანები, ვინც ოკუპანტებისგან იღებენ ფულს, ადამიანები, რომლებიც პროპაგანდას ეწევიან თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ, ამ ადამიანებთან ჩვენ სადებატო არაფერი არ გვაქვს, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ნაწილს, რომელიც მმართველ პარტიას "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობს. ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს, რაც "ოცნების" დეპუტატის შეფსებით, "სამარცხვინო საქციელია". "ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანას და თავისი ქვეყნის ხალხს სდებენ ბრალს იმაში, რომ თითქოს ჩვენ არ მივისწრაფვით ევროპისკენ. დადიან ისინი ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას და კამპანიას ეწევიან. ეს არის სამარცხვინო საქციელი", - ამბობს ოხანაშვილი. ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ პარტიებმა - "დროამ", "გირჩი-მეტი თავისუფლებამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების მიხედვით, ოპოზიცია გამოთქვამს სურვილს, რომ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" აუხსნას, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები. უფრო ადრე, 25 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ორმა წარმომდგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, რომლებიც 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში იმყოფებოდნენ, საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ევროკავშირის მისია საქართველოში არ ჩამოვა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეფასება, რომლის წერაც მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)