|
2022-10-27 14:06:05, 819 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი კანდიდატობაზე - ძალიან ადრეა შედეგებზე საუბარი, პროცესი მომავალ წელს შეფასდება
აქტიურად ვატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა პარტიებთან, მნიშვნელოვანია, რეკომენდაციების შესრულების დროს, ყველამ იმუშაოს მაქსიმალური ჩართულობით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიაწიგნიერების შესახებ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, ძალიან ადრეა, რადგან პროცესის შეფასება მოხდება მომავალ წელს. "ჯერ ძალიან ადრეა რამის თქმა, ადრეა შედეგებზე საუბარი, იმიტომ რომ პროცესის შეფასება მოხდება მომავალ წელს, თავდაპირველად შეფასება მოხდება ევროკავშირის გაფართოების პაკეტში და ამის შემდეგ მისი განხილვა, მასზე დისკუსია გაიმართება ევროპელ ლიდერებს შორის მომდევნო წლის ბოლოს. ამის შემდეგ გადაიდგმება ნაბიჯები პროცესის მიმართ, რასაც საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა ქვია. აქტიურად ვატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა პარტიებთან, ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების დროს, ყველამ იმუშაოს მაქსიმალური ჩართულობით", - განაცხადა დიპლომატმა. ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მედიაწიგნიერების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე დეზინფორმაციულ გზავნილებზე, გამოწვევებსა და საპასუხო ზომებზე მსჯელობენ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)