|
2022-10-27 13:17:19, 1393 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში
დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, - ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს მიერ მოლდოველი ოლიგარქების, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას. როგორც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი Twitter-ზე წერს, საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს. "დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებენ განვითარებას და კლავენ მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!",- წერს გახარია. ცნობისთვის, აშშ-მა მოლდოველი რუსეთის გავლენის სუბიექტები და ოლიგარქები, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკი და ილან შორი დაასანქცირა. სანქციები, ჯამში, 9 ადამიანსა და 12 სუბიექტს შეეხო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას, 20 ოქტომბერს, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი, ასევე ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე მოხვდნენ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)