|
2022-10-27 12:11:55, 857 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - დასავლეთის ქმედებები გაუმართლებელ რისკებს აჩენს - მათი კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, ჩვენი სამიზნე იქცეს
დასავლეთის კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, მოსკოვისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა შეიძლება, მიზანში ამოიღოს კომერციული თანამგზავრები, თუ მათ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ. „კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება, გახდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე. დასავლეთის ქმედებები კოსმოსში მშვიდობიანი საქმიანობისთვის და ასევე დედამიწაზე მრავალი სოციალ-ეკონომიკური პროცესებისთვის, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, და პირველ ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელ რისკებს აჩენს“, -განაცხადა ვორონცოვმა. მისივე თქმით, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ „კოსმოსში განთავსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომერციულის, შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოყენება სახიფათო ტენდენციაა“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)