20:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 09:01:54, 926 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ უკრაინას რეაქტიული სისტემები და ჰაუბიცები გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინას ორი ერთეული MARS II ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა საბრძოლო მასალით და 4 ერთეული Panzerhaubitzen 2000 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გადაეცა.

შეგახსენებთ, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ორი რეაქტიული სისტემისა და ოთხი ჰაუბიცის გადაცემის შესახებ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

შტაინმაიერმა შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ასე მიმართა:

„მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს.

გერმანიის პრეზიდენტი უკრინაში 25 ოქტომბერს იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics