|
2022-10-26 09:55:07, 1113 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენმა და სტოლტენბერგმა უკრაინის დახმარებასა და რუსეთის ცრუ ბრალდებებზე იმსჯელეს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას, მათ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე ისაუბრეს და დაგმეს რუსეთის ცრუ ბრალდებები უკრაინასთან დაკავშირებით. „დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“,- წერს ბლინკენი. შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ „პროვოკაციას“ გეგმავს და „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)