|
2022-10-26 09:28:27, 1061 ნახვა
მსოფლიო
„ბრიტანეთის მხარდაჭერა იქნება უცვლელი“ - ზელენსკისა და რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინის პრეზიდენტსა და ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას დაუნინგ სტრიტის პრესმდივანი ადასტურებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბარში რიში სუნაკმა დაარწმუნა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება და მას შეუძლია უცვლელი სოლიდარობის იმედი ჰქონდეს. საუბრის თემებს შორის იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მუშაობა უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მუდმივი ზეწოლა „პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ეკონომიკური სანქციების გაგრძელების გზით“. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მილოცვის საპასუხოდ, რიში სუნაკმა ზელენსკისთან იმედი გამოქვა, რომ ერთმანეთს „პირადად მალე შეხვდებიან“. შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ყოფილ ფინანსთა მინისტრს რიში სუნაკს მთავრობის შექმნა სთხოვა. სუნაკი პოლიტიკაში 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული და პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე მან მოახერხა ეკოლოგიის პარლამენტის კომიტეტში და საბინაო და ფინანსთა სამინისტროში მუშაობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)