|
2022-10-25 21:41:14, 1100 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე - იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ფარულად აძლევს ხმას კანდიდატს, მეტი ობიექტურობა წარმოუდგენელია
მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ?! როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას. - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმეორედ არჩეულმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არასამთავრობოები გამოდიოდნენ, რუსთავი 2-ის საქმის გამო ლანძღავდნენ, მაგრამ ეს განაჩენი სამართლიანი აღმოჩნდა და ბოდიშიც არავის მოუხდია. "მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ?! როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას. რასაც მე გეუბნებით, ის მოისმინეთ და უფრო წინ იქნება არასამთავრობოების საქმეს, სხვათა შორის, ჭორებზე რომ აგებენ რაღაც სიტუაციებს. გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები პირდაპირ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილი და ლევან მურუსიძე 23 ოქტომბერს აირჩია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)