|
2022-10-25 15:04:25, 1782 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
რიში სუნაკი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა,- აღნშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, რიში სუნაკსა და მეფე ჩარლზ მესამეს შორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში უკვე შედგა და მას მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა. გამოცემის ცნობით, ბოლო ერთ წელში ის ქვეყნის მესამე პრემიერ-მინისტრია და ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იქნება. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ განცხადება 20 ოქტომბერს გააკეთა. როგორც მან აღნიშნა: „ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“. აღსანიშნავია, რომ ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იკავებდა აღნიშნულ პოსტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)