|
2022-10-25 12:44:00, 863 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანებაზე - ანგარიშსწორების მიზანი უფლებადამცველებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა
სახალხო დამცველი გმობს თავდასხმის ფაქტს, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა, - ნინო ლომჯარია უფლებადამცველ ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტს ეხმაურება. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკა მათი საქმიანობის გაუმჯობესებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას ემსახურება. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვა უფლებადაცვით საქმიანობას განეკუთვნება, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. უფლებადამცველთა შეუფასებელი როლის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე მათ დასაცავად, არაერთი გარანტიაა შექმნილი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მათ შორის, დაიცვას აქტივისტები მესამე პირთა მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, ხოლო ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება დაუსჯელობის გარემოს თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ცნობისთვის, 2022 წლის 22 ოქტომბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ავტომანქანის საღებავებით მოხატვისა და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების შესახებ. თავად უფლებადამცველი აღნიშნულის სავარაუდო მიზეზად თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს" წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას ასახელებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)