22:04 - 22 Jul, 2026
|
2022-10-25 10:08:18, 1209 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთმა „ბინძური ბომბის“ შესახებ ცრუ ბრალდება სიტუაციის ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს
ბრალდება იმის შესახებ, რომ უკრაინა "ბინძური ბომბების" გამოსაყენებლად ემზადება, აბსურდია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა POLITICO-სთან განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ადანაშაულებს სხვებს იმის კეთებაში, რის გაკეთებასაც თვითონ აპირებს. "რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ ბრალდებები ან პრეტენზიები, როგორც საბაბი უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაციისთვის”, - თქვა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)