|
2022-10-25 09:51:14, 989 ნახვა
პოლიტიკა
ნედ პრაისი - საქართველოს მთავრობის ქმედებებმა და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ, უკუსვლები შექმნა
მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, შექმნა უკუსვლები,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. პრაისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკანდახევამ, უკუსვლა გამოიწვია. ამან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მკაფიო მისწრაფებების და უფრო ფართოდ, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, შეფერხება გამოიწვია. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ ქმედებების გამო, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ამან გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში. დაფიქსირდა პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, რაც არ არის გამოსადეგი ქვეყნისთვის, ეს არაა სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა განვახორციელოთ რეფორმები, რომლებიც საჭიროა მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით”,- განაცხადა პრაისმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)