|
2022-10-25 09:35:46, 1294 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა,- აღნიშნულის შესახებ ინცორმაციას „Европейская правда“ ავრცელებს. გერმანიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, შტაინმაიერს და ზელენსკის სურთ მოუწოდონ პარტნიორობებს დაეხმარონ უკრაინას და ასევე დაეხმარონ იქ მცხოვრებ ხალხს ზამთრის გადატანაში. ამასთან აღსანისნავია, რომ შტაინმაიერს თავდაპირველად ზელენსკისთან შეხვედრა გასულ ხუთშაბათს სურდა. თუმცა, მან ვიზიტი გადადო, რადგან საგარეო უწყებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც ფედერალურ პოლიციას და სხვა ხელისუფლებას, აშკარად ჰქონდათ უსაფრთხოების პრობლემები. გასულ კვირას ვიზიტის გაუქმების შემდეგ, უკრაინისა და გერმანიის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე კიევსა და ბერლინს შორის ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობა გაჩნდა შტაინმაიერის ვიზიტზე უარის თქმის გამო - უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო, სანაცვლოდ კი ფედერალური კანცლერი მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)