19:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 21:43:38, 1656 ნახვა

ომი უკრაინაში
პელოსი - ირანი დიდ შეცდომას უშვებს რუსეთთან თანამშრომლობით

ირანი დიდ შეცდომას უშვებს რუსეთთან თანამშრომლობით. - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა ჰქონდეთ ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შეძლონ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად აქციონ.

„ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნაკლებად უსაფრთხო ადგილად ქმნიან.ირანის დაკავშირება რუსეთთან მესიჯი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომელთაც შესაძლოა, თავის შეკავება სურთ გარკვეულ გლობალურ ორგანიზაციებში კენჭისყრისას, რუსეთთან ურთიერთობისას, კარგად დაფიქრდნენ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics