|
2022-10-24 16:48:21, 2370 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო გადადგა
უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დინკუმ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ომის დასასრულებლად უკრაინის ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა. „ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტები, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის”,- განაცხადა დინკუმ. ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დინკუმ აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინისთვის ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა, რასაც პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)