|
2022-10-24 15:49:18, 973 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრის
ნიკა გვარამიას საქმე ჩვეულებრივი შეტევაა დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე. - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრისაც. "მოლოდინი რომ გქონდეს ამ ქვეყანაში ამ სასამართლოსგან ძალიან რთულია, ამიტომ კარგი მოლოდინი არ გვაქვს. რაც შეეხება თვითონ საქმეს, ჩვეულებრივი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე, თუმცა ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, რაღაცნაირად როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრისაც. მისი დაკავების შემდეგ დაეტყო ეს ყველაფერი ოპოზიციურ აქტივობასაც, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის აქტივობას ვგულისხმობ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში დღეს, 24 ოქტომბერს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი მიმდინარეობს, სხდომა 15:00 საათზე დაიწყო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)