|
2022-10-24 15:03:20, 1076 ნახვა
პოლიტიკა
ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ ფართოვდება - შემოგვიერთდნენ საკრებულოს წევრები ყველა მუნიციპალიტეტიდან
ანტიდასავლურ მოძრაობა „ხალხის ძალას“ მუნიციპალიტეტებიდან საკრებულოს წევრები შეუერთდნენ. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სოზარ სუბარს თქმით, მოძრაობამ "საქართველოს ომში ჩართვა" წარმატებით აარიდეს, თუმცა "საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული". "ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სწორი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იყო, როდესაც მოძრაობა "ხალხის ძალა" ჩამოვაყალიბეთ და მთავარ ამოცანად დავისახეთ, საქართველოს მოსახლეობას ღიად ველაპარაკოთ, იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო დგას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და ომში ჩართვის საფრთხეებს უკავშირდებოდა და ჩვენი უმთავრესი ამოცანა, სწორედ ამის თავიდან აცილება იყო. ამის გაკეთება კი ერთადერთ ძალას შეეძლო. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანა, ჩვენმა მოძრაობამ წარმატებით შეასრულა, თუმცა საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული. დღეს ჩვენ მოძრაობას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთობით გადავლახავთ ყველა სიძნელეს",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)