22:04 - 22 Jul, 2026
|
2022-10-24 10:14:32, 1168 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - უკრაინაში არის მშვიდობის შანსი
უკრაინაში არის მშვიდობის შანსი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. როგორც მაკრონმა რომში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „არის მშვიდობის პერსპექტივა, ის რაღაც მომენტში მოვა და კონკრეტულ მომენტში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები და როდესაც უკრაინელი ხალხი და მისი ლიდერები გადაწყვეტენ ამის პირობებს, სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება დამყარდეს მეორე მხარესთან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა კონფერენციაზე, რომელიც მიზნად მსოფლიო მშვიდობის ხელშეწყობის გზების ძიებას ისახავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)