|
2022-10-23 17:55:59, 1582 ნახვა
მსოფლიო
გაიდაი - გეგმები, რომლებიც ოკუპანტებმა დაუსახეს საკუთარ თავს, მთლიანად ჩავარდა
„აშკარაა, რომ გეგმები, რომლებიც ოკუპანტებმა დაუსახეს საკუთარ თავს, მთლიანად ჩავარდა“, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. გაიდაის თქმით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დგას უზარმაზარი იარაღი, ტექნიკა და პერსონალი“, რუსები გაუთავებლად ურტყამენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, მაგრამ "უკრაინელ ჯარისკაცებს მსოფლიოში საუკეთესო მოტივაცია აქვთ". „ჩვენთვის მთავარია ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე გადავარჩინოთ", - თქვა გაიდაიმ. მისივე განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა ლუგანსკის რაიონში წვიმის გამო შენელდა, თუმცა ჯარისკაცები წინ მიიწევენ. "ამინდი ცოტა შემაფერხებელია, რადგან ახლა წვიმს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების საზღვარზე. ეს ანელებს შეტევას, რადგან ტექნიკა იჭედება, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გენერალური შტაბისგან ლუგანსკის რეგიონიდან სასიხარულო ამბებს მივიღებთ", - ამბობს გაიდაი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)