22:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-23 13:45:27, 1401 ნახვა

მსოფლიო
რუსეთისთვის ავიაძრავების მიყიდვის საქმეზე კომპანია „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი დააკავეს

რუსეთისთვის ავიაძრავების მიყიდვის საქმეზე კომპანია „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი დააკავეს. უკრაინული მედია აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე (SBU) დაყრდნობით ავრცელებს.

SBU-ს ცნობით, ბოჰუსლაევთან ერთად, ასევე დაკავებულია „მოტორ სიჩის“ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დეპარტამენტის უფროსიც.

მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის ორი მუხლით – კოლაბორაციონიზმი და აგრესორი სახელმწიფოს ხელშეწყობა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ჩამოაყალიბეს ტრანსნაციონალური არხები აგრესორ ქვეყანაში უკრაინული ძრავების საბითუმო პარტიების უკანონოდ მიწოდების მიზნით. რუსეთი მიღებულ პროდუქციას სამხედრო ვერტმფრენების წარმოებისა და შეკეთებისთვის იყენებდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics