|
2022-10-22 13:26:49, 846 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შსს-ს ინფორმაციით, სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა (SCOPE) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით არაერთი პრევენციული საპოლიციო ღონისძიება ტარდება, რათა დროულად მოხდეს სამართალდარღვევის თავიდან აცილება და აღკვეთა. აქედან გამომდინარე, უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას, მოზარდებთან თანამშრომლობის და სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის გზით. შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელმა - სარა რუპერტმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა. SCOPE პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოზარდებს შორის დანაშაულის შემცირება და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ხოლო კონფერენციის მიზანი იყო განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეფასება. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, სკოლის, საზოგადოების და პოლიციის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც მხარეები არასრულწლოვანთა მიმართ/მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციის მიზნით ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ. კონფერენციის დასასრულს, პროგრამაში ჩართულ სამართალდამცველებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)