|
2022-10-21 14:08:56, 1133 ნახვა
საზოგადოება
საქართველო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი ჯანდაცვის სადემონსტრაციო პლატფორმას, სპეციალური მიწვევით ესწრება
სტოკჰოლმში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პირველადი ჯანდაცვის სადემონსტრაციო პლატფორმა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნული ფორმატით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს. „ხუთდღიან შეხვედრებს, ქართული დელეგაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს მიწვევით ესწრება. მისი განცხადებით, საქართველო გამოირჩევა უნივერსალური ჯანდაცვისა და სოფლად, პირველადი ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის გატარებული რეფორმებით, რისთვისაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და სტოკჰოლმში მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა. ქართველი დელეგატები სამხრეთ ლაპლანდიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორ მუშაობს ციფრული საშუალებები პირველად ჯანდაცვაში, გადაუდებელი დახმარების, რენტგენის, სისხლის ანალიზების, გინეკოლოგიური პროცედურებისა და მცირე ოპერაციების კუთხით. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სადემონსტრაციო პლატფორმაში მონაწილეობა და შეხვედრებზე მიღებული გამოცდილება, საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მეტად ხელმისაწვდომი გახადოს სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისები. სადემონსტრაციო პლატფორმის ოფიციალურ გახსნას, თამარ გაბუნიასთან ერთდ, ესწრებოდნენ: სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი გვანცა გასვიანი და ჰოლდინგის სხვა წევრები, სოფლის ექიმები. ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)