20:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 10:35:30, 1744 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი და ზაპაროჟიე დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ხარკოვზე საჰაერო დარტყმების სერია 21 ოქტომბერს დილით განახორციელეს, განაცხადა მერმა იგორ ტერეხოვმა.

„ჭურვები მოხვდა ხარკოვის ერთ-ერთ საწარმოს. წინასწარი ინფორმაციით დარტყმა მოხდა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ და საწარმოო შენობაში“, - წერს იგი განცხადებაში.

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო კიევის რეგიონში სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, პარასკევს დილით რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ზაპოროჟიეზე, განაცხადა ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა.

საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქალაქის საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი მედია აქვეყნებს დაზიანებული ხუთსართულიანი კორპუსის კადრებს, სადაც ჩანს, რომ იწვის გაზსადენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics