|
2022-10-20 22:49:12, 1606 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ომში ჩართვაზე უარს მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება
ომში ჩართვაზე უარს მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ქმედება შანტაჟია, რომ აწი საქართველო მაინც ჩაერთოს. „აქ ირიბ და სხვა სახის მინიშნებებზე ვერ ვილაპარაკებთ, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს ფაქტია, შეფასებას არ ექვემდებარება. ამ ფაქტს, შემდეგ ამაზე უარს პასუხად მოჰყვა საქართველოს კონკრეტული მოქალაქეების დასანქცირება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ამავდროულად შანტაჟია, რომ აწი მაინც, რამენაირად იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს ომში ჩართვა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი, ამ ქვეყნის და მისი ხელისუფლების და ქართველი ხალხის პასუხია, ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს, ან მისი რომელიმე მოქალაქის დაშანტაჟებას ამ ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით. არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, რომ ეს ქვეყანა დავღუპოთ. ჩვენ გამოვდივართ ქართველი ხალხის ნებისგან, რომ ავირიდოთ საომარი მოქმედებები და არც ერთ იმგვარ მოქმედებაზე არ წავიდეთ, რომელიც არ გამომდინარეობს საქართველოს ერთი მხრივ სუვერენული და მეორე მხრივ, ეროვნული და ხალხის ინტერესებიდან“. - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)