|
2022-10-20 21:22:00, 1354 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში ეგ ანტიდასავლური და ანტიუკრაინული იყო
რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში ეგეც ანტისახელმწიფოებრივი იყო და თუ გინდათ ანტიდასავლურიც და ანატიუკრაინულიც იმიტომ, რომ ისეთი საკითხი შემოიტანეთ რეზოლუციაში, რომელმაც ისეთ თემაზეც კი, რაც უკრაინის მხარდაჭერაა, ადამიანებს კითხვის ნიშნები გაუჩინა. - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის შემდეგ. მისივე თქმით, სააკაშვილი პუტინის მთავარი მოკავშირე იყო და რეზოლუციაშიც არ უნდა მოხვედრილიყო იმიტომ, რომ საქმეები რაც „ნაციონალურ მოძრაობამ" გააკეთა მისი მეთაურობით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობდა საქართველოში და იყო ანტიევროპული. „როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა ეს ანტიევროპულია, ადამიანებს როცა აწამებენ - ანტიევრუპულია, ქონებას როცა ართმევენ ღამღამობით პროკურატურაში - ანტიევროპულია და მაშინ მითხარით ვის აწყობდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოში მომხდარიყო? ევროპას თუ ამერიკას? ერთადერთი აწყობდა რუსეთს და მათ შორის, სოფლების და ტერიტორიების დაკარგვის ჩათვლით, ეს გაკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის ლიდერის, სააკაშვილის ხელმძღვანელობით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)