|
2022-10-20 21:09:13, 1313 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სანქციებზე - მე ემოციებს არ ავყვებოდი და ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი
მე არ ვიჩქარებდი, მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან. - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ზოგადად, ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება მან არ იცის. „ზოგადად, ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება, მე არ ვიცი. ეს არის უპირატესად აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანა, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს, ეს არის მთავრობა, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. მე არ ვიჩქარებდი, მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, ეს ერთი, მეორე - ეს ხალხი და ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ არის ომი უკრაინაში და აქედან გამომდინარე, მე ემოციებს არ ავყვებოდი და ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს იქნებოდა ჩემი პოზიცია, თუმცა დიპლომატიური რეაგირება როგორი იქნება, ეს არის არსებითად სწორედ დიპლომატიური უწყების - მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)