|
2022-10-20 19:27:15, 1483 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე - უკრაინამ კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის
უკრაინამ კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ ივანიშვილის ოჯახისთვის უკრაინის მხრიდან სანქციების დაწესებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. "„ეს არის შანტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ ეს კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის. ეს არ არის ის თამაში, რომელიც მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის. ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)