|
2022-10-20 19:15:15, 1477 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს კიევის ქუჩაში სცემენ
გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩაში. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ შანტაჟის და არა დასჯის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტი საქართველოში. „ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ პატივი. თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. გონჩარენკო არის არასერიოზული კაცი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ დასკვნები უნდა გამოტანოს. ამ შანტაჟის და არა დასჯის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტი საქართველოში. გვაფრთხილებენ, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავებენ საკუთარ ნაბიჯებს უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ამის არავის ეშინია. არავითარი შანტაჟის და შიშის ქვეშ ჩვენ მეორე ფრონტს არ გავხსნით“. - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)