|
2022-10-20 18:37:14, 1836 ნახვა
პოლიტიკა
უჩა მამაცაშვილის ადვოკატი დასანქცირებაზე - ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია
ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. - ამის შესახებ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში შეყვანას შეეხებოდა. მისივე თქმით,მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთში ან რუსეთში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენთან, ვინც სანქცირებულთა სიაშია, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. "ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, ამ შემთხვევაში მეტს ვერაფერს დავარქმევთ იმიტომ, რომ რა დგას ამ ბრძანების უკან არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ისეთ ბრძანებულებას ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთში ან რუსეთში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენთან, ვინც სანქცირებულთა სიაშია, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს, შესაბამისად ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება, რომელსაც უბრალოდ პერმანენტული ხასიათი აქვს". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)