|
2022-10-20 16:07:57, 1675 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე - მეორე ფრონტი არ იქნება, ივანიშვილს დაცვა არ სჭირდება
დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონიტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში შეყვანას შეეხებოდა. მისივე თქმით, მეორე ფრონტი არ იქნება, ივანიშვილს დაცვა არ სჭირდება. "უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი არის დანილოვი, რომელიც მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. ნახეთ, დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონიტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. ვისთვის ითხოვს დაშანტაჟებას? - მეორე ფრონტისთვის, ლოგიკა თქვენთვის მომინდია. ვერც დანილოვი და ვერც სხვები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ მიაღწევენ". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)