04:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 13:57:21, 1289 ნახვა

საზოგადოება
წყალტუბოში მამამთილმა რძალი ქმრის საფლავზე დაჭრა - ქალის მდგომარეობა მძიმეა

წყალტუბოში მამამთილმა რძალი ქმრის სასაფლაოზე დაჭრა, სადაც ქალი სამ არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 

ქალის მდგომარეობა მძიმეა. მას დაზიანებები თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

"ის იმყოფებოდა სასაფლაოზე საკუთარი მეუღლის საფლავზე, საკუთარი არასრულწლოვანი შვილების და მეოთხე არასრულწლოვანის თანდასწრებით, რა დროსაც მამამთილი მივიდა მასთან , ჩემი ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში და ეუბნებოდა რძალს, რომ წამოსულიყო სალაპარაკოდ, რაზეც არ დათანხმდა და ამ დროს ბრალდებულმა სწრაფად ამოიღო დანა, საკმაოდ დიდი დანით და მიაყენა დაზიანებები - თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში",- ამბობს დაზარალებული ქალის უფლებადამცველი, ლევან ჭელიძე.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებიდან ირკვევა, რომ მამაკაცს წარსულშიც ჰქონდა შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, თუმცა გარკვეული მიზეზებით, ის გაუუქმეს. 

"თავდასხმის მიზნით არ მომხდარა, შელაპარაკება მოხდა სასაფლაოზე, გაუფრთხილებლობით. შემაკავებელი ჰქონდა, მაგრამ გავაუქმეთ, მაგრამ გავაუქმეთ, რადგან არ დადასტურდა",- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, დავით ბრეგაძე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics