|
2022-10-19 13:33:36, 1099 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ კალაძე ამ რთულ სიტუაციაში, პიარკამპანიით არის დაკავებული - მას ეს არ სჭირდება
კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია - კახი კალაძეს რაიმე რომ დაერღვია, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც შესაძლოა დამდგარიყო - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, კახა კალაძე პიარკამპანიით არის დაკავებული. "კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია და შესაბამისად, მისი ქმედებები არ არის მიმართული პიარკამპანიისთვის, მით უმეტეს, ამ დროს. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ყველა გრძნობს და არავის არ აქვს განცდა, რომ ის, რაც ხდება, არავის არ ეხება და არავინ არ არის გულგრილი ამ ტრაგედიისადმი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დააშავა. კახი კალაძეს რაიმე რომ დაერღვია, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც შესაძლოა დამდგარიყო და ეს ლოგიკური იქნებოდა. შესაბამისად, ესეც სამწუხაროდ, არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მათი დღის წესრიგის ისე წარმოჩენა, რომ თვითაქტუალიზაცია მოახდინონ. თითქოს, კახა კალაძე აი ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, თითქოს, პიარკამპანიით არის დაკავებული. ესეც არის არასწორი შეფასება და კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება", - ამბობს ოხანაშვილი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)