|
2022-10-19 10:05:02, 1283 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთის მიერ ირანისთვის დახმარების თხოვნით მიმართვა კრემლის სამხედრო და პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა
უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის დახმარების თხოვნის ფაქტი არის კრემლის მიერ მისი სამხედრო და პოლიტიკური გაკოტრების აღიარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი, ათწლეულების განმავლობაში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე მილიარდობით დოლარს ხარჯავდა, ბოლოს კი საკმაოდ მარტივი დრონებისა და რაკეტების მისაღებად თეირანს მიმართა.. "სტრატეგიულად მაინც არ უშველით, მაგრამ ახლა, ტაქტიკურ დონეზე, ტერორისტებს, შესაძლოა, კვლავ ჰქონდეთ გარკვეული იმედები, გათვლები. ეს ყველაფერი ისე ჩაიშლება, როგორც მათი წინა გათვლები. ამ ომის 237-ე დღე ადასტურებს, რომ ნებისმიერ საფრთხეზე პასუხის გაცემა შეგვიძლია. უკრაინა თავს დაიცავს. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი გამარჯვებისთვის!" - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)