|
2022-10-18 22:21:08, 1392 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - ხშირად ხელისუფლება პიარზეა ორინტირებული, რეალურად მათი მთავარი ამომავალი წერტილი მოქალაქე და მისი უსაფრთხოება უნდა იყოს
ხშირაად ხელისუფლება პიარზეა ორინტირებული, რეალურად მათი მთავარი ამომავალი წერტილი მოქალაქე და მისი უსაფრთხოება უნდა იყოს. - ამია შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება და საჯარო სივრცეებით სარგებლობა, ესაა კონსტიტუციით აღიარებული უფლება და გულისხმობს, რომ ყველა საჯარო სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო. "როგორც სახალხო დამცველმა, საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება და საჯარო სივრცეებით სარგებლობა, ესაა კონსტიტუციით აღიარებული უფლება და გულისხმობს, რომ ყველა საჯარო სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო. ძალიან ხშირად ხელისუფლებას თუ თვითმმართველობას, ვინც ახორციელებს ხოლმე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეს ავიწყდებათ და ისინი ორიენტირებულნი არიან დროულად გახსნაზე, პიარზე და ა.შ. მაშინ, როდესაც ამოსავალია ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, არ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა დაზიანებები, მით უმეტეს, სიცოცხლისთვის საშიში არ უნდა იყოს საჯარო სივრცეები. როგორც ხედავთ, ეს ზედამხედველობა არის ფიქტიური". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე იყო მისი ორი თანატოლის მდგომარეობაც, თუმცა მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)