|
2022-10-18 17:01:09, 1690 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის
უკრაინა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის,-აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, ირანული უპილოტო თვითმფრინავების მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული მასიური ნგრევის, ხალხისთვის მიყენებული სიკვდილისა და ტანჯვის ფონზე უკრაინა ვერ გააგრძელებს დიპლომატიურ ურთიერთობას ირანთან. „ირანული უპილოტო თვითმფრინავების მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული მასიური ნგრევის, ჩვენი ხალხისთვის მიყენებული სიკვდილისა და ტანჯვის ფონზე და იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ირანმა შესაძლოა გააგრძელოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის, პრეზიდენტს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ წინადადებას წარვუდგენ,- განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, უკრაინას არასოდეს დაუფიქსირებია ანტიირანული პოზიცია. „მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანი გახდა აგრესიის დანაშაულის მონაწილე, დღეს ჩვენ ძალიან მკაფიო და პატიოსან პოზიციას დავიჭერთ. თუ ირანი შეწყვეტს იარაღის მიწოდებას რუსეთისთვის, ჩვენ ვისაუბრებთ ურთიერთობების აღდგენაზე",- დასძინა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ თავად თეირანი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს კამიკაძე დრონების მიწოდებაში, რომლითაც რუსეთი უტევს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. კიევზე მორიგი დარტყმის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ ირანული მხარე, სავარაუდოდ, არ აწვდის იარაღს კონფლიქტის მხარეებს. ამასთან დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)