|
2022-10-18 15:54:16, 1474 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება
18 ოქტომბერი, 2022 - „საქართველოს ბანკი" საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით ტექნოლოგიურ სამყაროში დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest, 29 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. „ღონისძიება ტარდება ტექნოლოგიურ სფეროში ინტერესის გასაღვივებლად, Google-ის სერვისებთან უფრო ახლოს გასაცნობად, შესაძლებლობების გასაზიარებლად და ახალი თაობისთვის ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად. ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცეები, რომელიც დაეთმობა ტექნოლოგიების გამოფენას, გართობასა და ნეთვორქინგს. ასევე, მოეწყობა დასაქმების ფორუმი, სადაც კარიერული განვითარებით დაინტერესებული სტუმრები გაივლიან კონსულტაციებს CV-ის წერისა და LinkedIn-ის შექმნა/მართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის რამ პირველად ტარდება. რაც, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, - განაცხადა GDSC Lead-მა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ლიზი ეჯიბიამ. „საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს წამოწყებებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალის, DevFest-ის გენერალური პარტნიორები. ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე. დაგეგმილია პანელური დისკუსია, რომელიც ცოცხალს გახდის პროცეს და დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საერთაშორისო და ადგილობრივი სტარტაპ ეკოსიტემა, სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში, Google სტარტაპ აქსელერატორი და ა.შ. იქნება საქართველოს ბანკის სესია და Google-ში სტაჟირების შესაძლებლობები. ზოგადად ამ დარგისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიურ სფეროში გვყავდეს ძლიერი სპეციალისტები და პროფესიონალები“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ. ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის საჭიროა, 24 ოქტომბრამდე შავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ExEIEI
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)