|
2022-10-18 14:46:05, 1644 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა
უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს. გონჩარენკოს განცხადებით, რადამ ასევე დაგმო ჩეჩენი ხალხის გენოციდი. "ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პუტინი ძალიან დიდი ხანია ცდილობს ჩეჩენი ხალხის დამონებას, თავისი გალეიტერი კადიროვი დააყენა და ახლა ჩეჩნებს აიძულებს, უკრაინელების წინააღმდეგ იბრძოლონ. ეს არის რუსეთის ტიპური იმპერიალისტური პოლიტიკა სხვა ერებთან მიმართებაში. რუსეთი უნდა იყოს დეკოლონიზებული, იჩქერია კი თავისუფალი. მანამდე მე წარვადგინე საბჭოს დადგენილება იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აუცილებელია ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ საბოლოოდ ბოლო მოეღოს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას", - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)