00:03 - 23 Jul, 2026
|
2022-10-17 23:55:45, 1495 ნახვა
მსოფლიო
კრასნოდარში Су-34-ს ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა 6 დაკარგულად ითვლება
იეისკის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სუ-34 ბომბდამშენის ჩამოვარდნის გამო, ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება, იტყობინება ქალაქის ერთიანი სამეთვალყურეო სამსახური, წერს ინტერფაქსი. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 25 ადამიანი. ოთხი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის 8-10 წლის სამი ბავშვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს საღამოს იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. ავარიის დროს თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა. ხანძარი მაღალსართულიან კორპუსს მოედო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)