|
2022-10-17 22:25:14, 1342 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - გვსურს, საქართველოს მთავრობამ ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის
გვსურს, საქართველოს მთავრობამ ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის. - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ფორმულას ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია. "მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ჩათრევა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში. ეს არ არის მართალი. მე კიდევ ვიმეორებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის. რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია". - ნათქცამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)