|
2022-10-17 19:03:21, 1412 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი - რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ
რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს არსებული მექანიზმები, რომლითაც შესაბამისი კონტროლი ხდება, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს. "დღეს არსებული მექანიზმები, რომლითაც შესაბამისი კონტროლი ხდება, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს. მათ შორის, სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, თუ ვინ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში და ვინ არა და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არა, როდესაც ესა თუ ის პირი საქართველოში აპირებს შემოსვლას. შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ ისეთი მომენტი დადგება, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა საჭირო, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა, დღეს ამის საჭიროება არ არის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოუწიოს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)